суббота, 22 июня 2019 г.



პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა
                       
    თემა:
სასწავლო  რესურსებისა და  მეთოდების  მრავალფეროვნების  მნიშვნელობის  შეფასება  მოტივაციის  ამაღლებისათვის მათემატიკაში.


შუახევის  რაიონის  დღვანის  საჯარო   სკოლის  მათემატიკის  მასწავლებელი:  მზევინარ  ქათამაძე

2018 – 2019  ს/წელი.


სარჩევი
1.    შესავალი...........................................................................3.

2.    ლიტერატურის  მიმოხილვა..........................................4.


3.    პრობლემა  და  კვლევის  მიზანი..................................6.
3.1           კვლევის  მიზანი.....................................................6.
3.2           კვლევის  ამოცანები...............................................6.
3.3           კვლევის  მეთოდები..............................................7.

4.    კვლევის  ანალიზი  და  შედეგები...............................8.

5.    ინტერვენცია  და  ინტერვენციის  შედეგების
 მიმოხილვა....................................................................11.

6.     დასკვნა  და   რეკომენდაციები.................................17.

7.    ბიბლიოგრაფია..............................................................19.

8.    დანართი....................................................................20-21.

9.    კვლევის  რეფლექსია..................................................22.








      
1.   შესავალი
     თანამედროვე  სასკოლო  სწავლების  პრინციპები  გულისხმობს  მოსწავლეთა შემეცნებითი  ინტერესების,  შესაძლებლობებისა  და  შემოქმედებითი  უნარების  განვითარებას.   დღევანდელ  თანამედროვე  ფსიქოლოგიური  და  პედაგოგიურ  მეცნიერებაში  მნიშვნელოვანი  ადგილი  ეთმობა  სისტემაში  ახალი  მიდგომების  ძიებას,  ეფექტური  საგანმანათლებლო  ტექნოლოგიებს  და  შემოქმედებითი  უნარის  განვითარებას,  ბავშვობიდან  თვითრეალიზაციას  და  თვითგანვითარებას.
      სწავლა - სწავლების   ხარისხის  გაუმჯობესების  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  წინაპირობა   უწყვეტი  პროფესიული  ზრდაა.  სკოლის  ბაზაზე  ამის  უზრუნველსაყოფად   სხვადასხვა  ეფექტიან  საშუალებათა  შორის  რთ-ერთი  მასწავლებლის  მიერ  საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევაა. პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა  არის  პედაგოგების  მიერ  ჩატარებული  ნებისმიერი  სახის    მეთოდური  გამოკვლევა  კონკრეტული  მასწავლებლის,  სკოლის  საქმიანობის,  სწავლა-სწავლებისა  და  მოსწავლეთა  აკადემიური  მოსწრების  შესახებ  ინფორმაციის  შეგროვებისა  და  გაუმჯობესების  მიზნით.
     ჩემი  პრაქტიკის  კვლევის  მიზანი  პედაგოგიური  პრაქტიკის  გაუმჯობესებაა.  მკაფიოდ  განვსაზღვრე  კვლევის  ფოკუსი, რის  გარკვევასა  და  შესწავლას  შევეცდებოდი  მომდევნო  რამდენიმე  თვის  განმავლობაში.  კითხვები,  რომლებითაც  დავიწყე  კვლევის  ფოკუსის  განსაზღვრა  შემდეგი  იყო:
§  რას  აქვს  ჩემთვის  არსებითი  მნიშვნელობა  სასწავლო  პროცესში?
§  როგორ    გავაუმჯობესებდი  სასწავლო  პროცესს? 
§  რას  შევცვლიდი  ჩემს  პედაგოგიურ  პრაქტიკაში?
§  მნიშვნელოვანია  თუ  არა  სასწავლო  რესურსების  მრავალფეროვნება  და  მისი  გამოყენება.   (სასწავლო  რესურსების  მოსწავლეების  მიერ  ხელით  შექმნა  და  მათი  დაინტერესება  საგნის  მიმართ)?
§  რა  სტრატეგიები  გამოვიყენო    მოსწავლეთა  შედეგების  გაუმჯობესების  მიზნით?
§  არის თუ არა V- VII  კლასებში მოტივაციის დაქვეითება საგნის სირთულით  გამოწვეული?
          კვლევის  ამოსავალი  წერტილი  სწავლების  პრაქტიკაა,  სტრატეგიები,  რომლებსაც  გამოვიყენებ,  გავამრავალფეროვნებ,  მნიშვნელოვანია  მაღალი  სააზროვნო  უნარების  განსავითარებლად,  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხის  გასაზრდელად ,  მოტივაციის  ასამაღლებლად   სასწავლო  მიზნებისა  და  შედეგების  გაუმჯობესებისათვის.
   კვლევის  ანგარიში  და  შედეგები  მნიშვნელოვანი  იქნება  ჩემთვის  და  ასევე  ჩემი  სკოლისა  და კოლეგებისათვის,  რადგან  ამ  კვლევის შედეგებიდან   ყველაზე  მეტ  სარგებელს  მიიღებს  სკოლა,  ვინაიდან  კვლევის  შედეგები  ხელს  შეუწყობს    მოსწავლეზე  ორიენტირებული   ჯანსაღი   სასკოლო  კლიმატის  ჩამოყალიბებას.    

2.    ლიტერატურის  მიმოხილვა
გადავწყვიტე  ჩამეტარებინა  კვლევა,  დამედგინა  პრობლემის  გამომწვევი  მიზეზი  და  მომენახა  მისი  გადაჭრის  გზები.  პირველ  რიგში  გავეცანი  შესაბამის  ლიტერატურას,  დავესწარი  ტრენინგებს,  გავიარე  კონსულტაციები  კოლეგებთან.
   გავაანალიზე  ძირეულად  ეროვნული  სასწავლო  გეგმა,  რომლის  ფუნდამენტალური  პრინციპია  შედეგზე  ორიენტირებული  სწავლება.
  გარდა  ეროვნული  სასწავლო  გეგმისა,  ჩემთვის  მნიშვნელოვანი  იყო  გავცნობოდი  საერთაშორისო  კვლევებს,  საგანმანათლებლო  სტატიებს  და  მეთოდურ  ლიტერატურას.
  გავეცანი  „პროფესიული  განვითარებისა  და  კარიერული  წინსვლის  სქემის გზამკვლევის  მე-2  ნაწილს,“  რომელმაც  დიდი  ცოდნა  შემძინა  და დამანახა  გზა,  რა  მეთოდებით  და  მიდგომებით  განმეხორციელებინა  კვლევა.  გზამკვლევმა  შემიქმნა  სრულყოფილი  წარმოდგენა  კვლევის  სტრუქტურაზე,  ყველა  იმ  ეტაპზე,  რომელიც  უნდა  გავიარო  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევის  განხორციელების  დროს.  
     ასევე   გავეცანი  სოფიკო  ლობჟანიძის სტატიას  ინტერნეტ გაზეთიდან  „მასწავლებელი“ – „ როგორ  წარვმართოთ პედაგოგიური  კვლევები“  ( 3  მაისი  2012 წ).  ავტორი  სტატიაში  საუბრობს  ფუნდამენტურ    და  გამოყენებით კვლევაზე.  ის  ხაზს  უსვამს,  რომ  სწორედ   პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა  მიეკუთვნება  გამოყენებით  კვლევათა  რიცხვს.  მისი  საშუალებითაა  სწორედ  შესაძლებელი  პედაგოგიური  პრაქტიკის  დროს  წამოჭრილი  პრობლემების  იდენტიფიცირება  და  აღმოფხვრის  გზის  დასახვა .  ვეთანხმები  ავტორს,  რომ პრაქტიკის  კვლევა  მარტო  სირთულეების  გადალახვას  არ  ისახავს  მიზნად,  არამედ  მისი  საშუალებით  არის  შესაძლებელი  ახალი  იდეების,  ინოვაციების,  საკუთარი  ძალების  - პოტენციალის  აღმოჩენა.  სტატიაში  საუბარია  კვლევის  ეტაპებზე,  რომელიც  მკვლევარმა  თანმიმდევრულად  უნდა  გაიაროს,  რათა  კვლევა  წარმატებულად  დასრულდეს.  სტატიაზე  დაყრდნობით  გავეცანი  კვლევის  მეთოდებს:  თვისობრივს (დაკვირვება,  დიალოგი,  სიღრმისეული  ინტერვიუ,  ფოკუსჯგუფები  და  ა.შ.)  და  რაოდენობრივს  (გამოკითხვა - ანკეტირება).  სწორედ  ამ  მეთოდების  ერთობლივი  წარმართვით  არის  შესაძლებელი  კვლევის  სანდოობისა  და  მაღალი  ხარისხის  უზრუნველყოფა.
   სასკოლო  გარემოში  სწავლა  განსაზღვრულ  სასწავლო  მასალასთან  ერთად  აუცილებლად  მასწავლებელსაც  გულისხმობს,  კერძოდ  მის  მონაწილეობას  სწავლის  პროცესში.  მასწავლებლის  ფუნქცია  მასალის  უბრალოდ  მიწოდება  და  გამოკითხვა  კი  არ  არის,  არამედ  სწავლება.
მასწავლებელი  ასწავლის  მოსწავლეს,  რისთვისაც  სასწავლო  მასალას  მოსწავლის  უნარებისა  და  შესაძლებლობების  მიხედვით  გარდაქმნის  და  ისე  აწვდის  მას.  მასალა  ერთი  მხრივ,  მოსწავლის  ცოდნისა  და  უნარების  („ძალთა“)  აქტუალური  დონის  შესატყვისი  უნდა  იყოს,  მეორე  მხრივ  კი - მისგან  გარკვეულწილად  დაშორებული,   რათა  ხელი  შეუწყოს  განვითარებას.  მასწავლებლის  ფუნქცია  სწორედ  ამ  პირობების  რეალიზაციაა:  მოსწავლისათვის  ახალი  მასალის  მისაწვდომად  გადაცემა,  „ახსნა“.  „ახსნა  კი  უცნობის  ნაცნობზე,  ახლის  ძველზე  დაყვანასა  და  ძველის  უფრო  მაღალ  საფეხურზე  აყვანას  ნიშნავს.- აღნიშნავს  დ.  უზნაძე.  ამრიგად,  მოსწავლის  განვითარების  პროცესში  მასწავლებელი  შუამავალია  მასალასა  და  მოსწავლეს   (მის „ძალებს“)  შორის.  ახსნის  შედეგად  მანამდე  პრაქტიკულად  მოცემული  გარკვეული ფაქტი  ბავშვისათვის  დაკვირვების  ობიექტად  იქცევა,  მისი  ცნობიერებისათვის  ხდება  მისაწვდომი.   რაიმე  ფაქტი,  მოვლენა  თუ  საგანი,  სწავლის  შედეგად  ბავშვისათვის  არა  მხოლოდ  პრაქტიკულად  მოცემულად  არსებობს,  არამედ  ცნობიერებაშიც  ინახება  ცნებათა  სახით.
   როგორც  ზემოთ  აღვნიშნეთ,  სწავლა  ორმხრივი  პროცესია:  მოსწავლე-მასწავლებელი.  სწავლება  ორმხრივ  განსაზღვრული  პროცესიცაა:  მოსწავლის  ძალებისა  აღმზრდელის  იდეალის  მხრივ.  სწორედ  აღმზრდელი   განსაზღვრავს  ღირებულების  გათვალისწინებით,  რომელი  ძალები  უნდა  იქნეს  განვითარებული  მოცემულ  ეტაპზე  და  რომელი - შემდგომ.  ეს  ეხება  არა  მხოლოდ  სწავლების  პროცესს,  არამედ  აღზრდასაც.
    ამგვარად,  ნამდვილი  სწავლა  მხოლოდ  იმ  მომენტიდან  არის  შესაძლებელი,  როდესაც  ბავშვი  მოახერხებს,  ცნობიერ  მოცემულობად  აქციოს  შესწავლილი მასალა,  ანუ  როგორც  დ.  უზნაძე  ამბობს,  ობიექტივაცია  მოახდინოს.  იგი  ათავისუფლებს  ადამიანს  აწმყოს  მომენტის  ტყვეობიდან,  საშუალებას  აძლევს,  დაეუფლოს  საკუთარი  ქცევის  ნებისმიერ  წარმართვას,  აფართოებს  ქცევის  გამოყენების  საზღვრებს,  საფუძვლად  ედება  ცნებითი  აზროვნების  განვითარებას,  ეს  უკანასკნელი  კი  ადამიანის  განვითარების  მთავარი  ღერძია.
/  დიმიტრი  უზნაძის  პედაგოგიური  შეხედულებები./
          კოლეგებთან  ერთად  ვიკვლევთ  ბევრ  მეთოდსა  და  აზრს,  რომელიც  დაგვეხმარება  უკეთ  ვასწავლოთ  მოსწავლეებს.  ვსაუბრობთ  გამოწვევებზე  და  უპირატესობებზე  რომელი  მიდგომა  აჯობებს,  ვიკვლევთ  თითოეულის  აზრს,  ვმართავთ  დისკუსიას  თემაზე - როგორ  უნდა  გააუმჯობესოს  მასწავლებელმა  სწავლების  ტექნიკა,  სწავლების  რესურსი  და  გავითვალისწინებთ  სწავლების  საუკეთესო  მაგალითებს.
                                                                                                        წყარო: theguardian.com

















3.  პრობლემა  და    კვლევის  მიზანი:
   მიმაჩნია  რომ,  მოსწავლეთა  ჩართულობა საგაკვეთილო  პროცესში არის  ის  უმთავრესი  საკითხი,  რომელიც  უზრუნველყოფს  ცოდნის  დონის  გაუმჯობესებას.   არ  მეგულება  მასწავლებელი,  რომელიც  არ  ფიქრობს  და  არ  გეგმავს  რაიმე  აქტივობებს  მოსწავლეთა  ხარისხის  გასაუმჯობესებლად.  როგორც,  ერთ-ერთი  რიგითი  მასწავლებელი,  ჩემთვისაც  ეს  საკითხი  აქტუალურია. ამიტომ  საკვლევ 

თემად  შევარჩიე  როგორ  გავზარდო  მოსწავლეთა  ჩართულობა  გაკვეთილზე  მრავალფეროვანი  რესურსებისა  და  მეთოდების  გამოყენებით.  
  3.1  კვლევის  მიზანი  არის მრავალფეროვანი  რესურსების  გამოყენებით  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხის  გაუმჯობესება  და  მოტივაციის  ამაღლება. 
მოსწავლეთა  დაბალი  მოტივაციის  მიზეზის  დადგენა  სასწავლო  პროცესში  და  მისი  გადაჭრის  გზების  მონახვა.
        საკვლევი  კითხვებია:
1.       რამდენად  ეფექტურია  მრავალფეროვანი  რესურსის  გამოყენება  სასწავლო  პროცესში?
2.      რამდენად  შემიძლია  ამ  მეთოდებით  მოსწავლეთა  გააქტიურება-  ჩართულობის  გაზრდა?
3.      რამდენად  შეუწყობს  ხელს  ამ  მეთოდების  გამოყენება  მოსწავლეთა  ცოდნის  დონისა გაუმჯობესებას  და  სააზროვნო უნარების  განვითარებას?
4.      რამდენად  მოსწონს  ამ  მეთოდით  მუშაობა  მოსწავლეებს?
3.2   კვლევის  ამოცანები:
§   კათედრაზე კვლევის  მიზნების  გაცნობა  და  განხილვა;
§  პრაქტიკული  კვლევების  შესახებ  ინფორმაციის  შეგროვება - ანალიზი;
§  ძირითადი  საკვლევი  თემის  ირგვლივ  კითხვარების  მომზადება;
§  მიმდინარე  ნიშნებზე  დაკვირვება:  მონაცემთა  შეგროვება  და  ანალიზი;
§  მოსწავლეთა  ინფორმირებულობა  კვლევის  შესახებ;
§  კვლევის  კითხვარების  შევსება;
§  ინტერვენცია;
§  მონაცემების  ანალიზი;
§  კვლევის  საბოლოო  შედეგების  განხილვა.

     3.3   კვლევის  მეთოდები: 
კვლევის  პროცესში  გამოვიყენე  როგორც  თვისობრივი  და  რაოდენობრივი  მეთოდები.
ფოკუს-ჯგუფები და  ფოკუსირებული  დაკვირვება  გაკვეთილზე
პრე-ტესტი
 ინტერვენცია
 პოსტ-ტესტი
 რეფლექსია
 ფოკუს - ჯგუფები.
 პედაგოგებთან დასმული  კითხვები:  (ფოკუს-ჯგუფში  მონაწილეობა  10  პედაგოგი)
1.რით  შეიძლება იყოს  ზემოთაღნიშნული  პრობლემები  გამოწვეული?
2. როგორ  შეიძლება  გავზარდოთ  მოსწავლეთა  ჩართულობა  გაკვეთილზე?
3. რამდენად   მრავალფეროვანი   მეთოდებისა  და რესურსების  გამოყენება  ხდება  სასწავლო  პროცესში?
4. არის  თუ  არა ეფექტური  სხვადასხვა  რესურსის  ხშირი გამოყენება გაკვეთილზე?
5. თუ  ვაძლევთ   მოსწავლეებს დავალებას,  თვითონ  შექმნან რაიმე  სასწავლო  რესურსი? 
6. უზრუნველყოფს   თუ  არა  რესურსების  ხშირად გამოყენება  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხის  გაზრდას?
არასტრუქტურირებული  ინტერვიუ  კოლეგებთან:  განვახორციელე  ინტერვიუ  გამოცდილ  პედაგოგებთან.  ამ  მეთოდის  მიზანი  იყო  გაკვეთილის  ფოკუს-დაკვირვების  კრიტერიუმების   განსაზღვრა.   მეორადი  მონაცემების  ანალიზი,    შემაჯამებლის  ანალიზი.  გავაანალიზე  მე-7-9  კლასის  მოსწავლეთა  შემაჯამებელი  სამუშაოები  მათი  ეფექტურობის  მიზნით.  

 ფოკუს -ჯგუფი  მოსწავლეებთან:   ფოკუს-ჯგუფში  მონაწილეობს V - VII კლასის  30  მოსწავლე.
მოსწავლეებთან  დასმული  კითხვები:
1.      ეთანხმებით  თუ  არა  იმას რომ,  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხი  გაკვეთილზე დაბალია?
2.      ხომ  არ არის  მოსწავლეთა  ჩართულობის  დაბალი  დონე   საგნის  სირთულით  გამოწვეული?
3.      ეთანხმებით  თუ  არა  იმას,  რომ  მოსწავლეთა  მოტივაციის  დაქვეითება  შეიძლება  გამოიწვიოს  ერთფეროვანმა  გაკვეთილებმა?
4.      ეთანხმებით  თუ  არა  რომ  სხვადასხვა   მეთოდისა  და  რესურსის  გამოყენება  გაკვეთილზე  გაზრდის  მოსწავლეთა  ინტერესსა  და  მოტივაციას?
5.      როგორ  ფიქრობთ,  ხელს  შეუწყობს  თუ  არა,  სხვადასხვა მეთოდისა  და  რესურსის ხშირი  გამოყენება  გაკვეთილზე   მოსწავლეთა  ჩართულობის  გაზრდას?


 4 .    კვლევის  ანალიზი  და  შედეგები
ფოკუსირებული  დაკვირვების  დროს  გამოიკვეთა,  რომ  მოსწავლეთა  ერთ-  ნაწილს  არ  სურდა ჩართულიყვნენ  ჯგუფურ  მუშაობებში,   რადგან  მათ  არ  ჰქონდათ  გამომუშავებული  ჯგუფში  მუშაობის  უნარ  ჩვევები.  ფიქრობდნენ ,  რომ  მაინც  ვერ  გებულობდნენ  ვერაფერს,  დაიჩაგრებოდნენ  ძლიერ  მოსწავლეებთან  ერთად,  უჭირდათ  საკუთარი  აზრის  ჩამოყალიბება,  არგუმენტირება,  დროის  ლიმიტის  განსაზღვრა.   ჰქონდათ  კომპლექსი  და  თვითშეფასების  დაბალი  უნარი,  აქედან  გამომდინარე  არ  ჰქონდათ  მოტივაცია,  რაც  იწვევდა  მოსწავლეთა  პასიურობას.
  დაკვირვების  შედეგები  წარმოვადგინე  დიაგრამით:
1.       მუშაობს  პასიურად -   50 %;
2.      მუშაობს  საშუალოდ -  40%;
3.      მუშაობს  აქტიურად - 10%.




         დიაგრამიდან  ჩანს,  რომ  მოსწავლეთა  მხოლოდ  10 % -ია  აქტიური,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  რაიმე  სხვა  მეთოდები  უნდა  გამომეყენებინა  მოსწავლთა  გასააქტიურებლად.  
    განვლილ  თემაზე  ჩავატარე  დიაგნოსტიკური  ტესტი  იმის  გასარკვევად,  რამდენ  მოსწავლეს აქვს   აღნიშნული  თემა  გაგებული,  თუმცა  შედეგი  არცთუისე  სახარბიელო  აღმოჩნდა.   ტესტი  შევადგინე  ეროვნული  სასწავლო  გეგმის სტანდარტის  გათვალისწინებით. ტესტი  მოიცავდა  10  კითხვას,  აქედან 8 - დახურული  კითხვა  იყო,  2-  კი  ღია  კითხვა).

პედაგოგებთან  დასმული  შეკითხვები:
1.რით  შეიძლება იყოს  ზემოთ აღნიშნული  პრობლემები  გამოწვეული?
გამოკითხული  პედაგოგებიდან  6  პედაგოგი  პასუხობს,  რომ  მოსწავლეთა  დაბალი  ჩართულობა  გამოწვეულია  უინტერესობით;  3  პედაგოგი  აღნიშნავს,  რომ  ეს  პრობლემა  გამოწვეულია  მოსწავლეთა  სიზარმაცით  და  1  პედაგოგი  პასუხობს - დაბალი  შესაძლებლობებით.
2. როგორ  შეიძლება  გავზარდოთ  მოსწავლეთა  ჩართულობა  გაკვეთილზე?
მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხის  გასაზრდელად  საჭიროა  მრავალფეროვანი  რესურსებისა  და  მეთოდების  გამოყენება - აღნიშნა  10-ივე  პედაგოგმა.

3. რა  სიხშირით   ხდება  მრავალფეროვანი   მეთოდებისა  და  რესურსების  გამოყენება   სასწავლო  სასწავლო  პროცესში?
  8  პედაგოგი  აღნიშნავს ,  რომ  მრავალფეროვან  მეთოდებსა  და  რესურსებს  იყენებს  ყოველთვის,  2  პედაგოგი  კი  პასუხობს -ზოგჯერ.

4. არის  თუ  არა ეფექტური  სხვადასხვა  მეთოდისა  და    რესურსის  ხშირი გამოყენება გაკვეთილზე?
     ყველა  გამოკითხულმა  პედაგოგმა  უპასუხა,  რომ  მრავალფეროვანი  მეთოდების,  სტრატეგიებისა  და  რესურსების  გამოყენება  მეტად  მნიშვნელოვანია  საფუძვლიანი  ცოდნის  მისაღებად.
5. თუ  ვაძლევთ   მოსწავლეებს დავალებას,  თვითონ  შექმნან რაიმე  სასწავლო  რესურსი? 
  6  პედაგოგი  პასუხობს,  რომ  სასწავლო  რესურსების  შექმნას  ავალებს  ხშირად,  4  პედაგოგი კი -  აღნიშნავს,  რომ  ასეთ  დავალებას  აძლევს  ხანდახან.
6. უზრუნველყოფს   თუ  არა  მრავალფეროვანი  მეთოდებისა  და  რესურსების  ხშირად გამოყენება  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხის  გაზრდას?
ყველა  გამოკითხული  პედაგოგი  ამ  კითხვაზე  პასუხობს, რომ  მრავალფეროვანი  მეთოდებისა  და  რესურსების  ხშირი გამოყენება   უფრო  მეტწილად  უზრუნველყოფს  მოსწავლეთა  ჩართულობის  გაზრდას.
მოსწავლეებთან  დასმული  კითხვები:  


დია

ზოგჯერ

არა
1.   ეთანხმები  თუ  არა  იმას,  რომ  გაკვეთილზე მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხი  დაბალია?

65 %

25 %

10%
2.   ხომ  არ  არის  მოსწავლეთა  ჩართულობის  დაბალი  დონე  საგნის  სირთულით  გამოწვეული?

70 %


30    
3.   ეთანხმებით  თუ  არა  იმას,  რომ  მოსწავლეთა  მოტივაციის  დაქვეითება  შეიძლება  გამოიწვიოს  ერთფეროვანმა  გაკვეთილებმა?


100 %


4.   ეთანხმებით  თუ  არა  რომ  სხვადასხვა  რესურსის  გამოყენება  გაკვეთილზე  გაზრდის  მოსწავლეთა  ინტერესსა  და  მოტივაციას?

95 %


5        %
5.   როგორ  ფიქრობთ,  ხელს  შეუწყობს  თუ  არა,  სხვადასხვა  მეთოდისა  და  რესურსის  ხშირი  გამოყენება  გაკვეთილზე  მოსწავლეთა  ჩართულობის  გაზრდას?

100 %









5.ინტერვენცია  და  ინტერვენციის  შედეგების  მიმოხილვა. 
    საგაკვეთილო პროცესში მოტივაციის ამაღლების    ხელშეწყობის  მიზნით  დავგეგმე  დიდაქტიკური  თამაშების  გამოყენება  სასწავლო  პროცესში.  ამისათვის  საჭიროა  მოვახდინო   სასწავლო მასალების, სასწავლო რესურსების, სასწავლო გარემოს მოდიფიცირება, რომელიც აუცილებელია სამი ძირითადი ასპექტის გამო:
1.       სწავლის შესაძლებლობა.  2. სწავლის მოტივაცია. 3. სწავლის ეფექტიანობა, რომელიც უკავშირდება მოსწავლის მზადყოფნასა და ინტერესს სწავლისადმი.
ამ მიზნით გამოვიყენე  ვიზუალურ დამხმარე საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეებს, რომლებიც ვიზუალურად შემსწავლელების ჯგუფს განეკუთვნებიან, ვაწვდი ისეთ თვალსაჩინოებას  ხელნაკეთ სხვადასხვა რესურსს,    რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ ინფორმაციის დანახვას. კერძოდ, ვიყენებ მათემატიკურ დომინოს მათემატიკურ ლოტოს   და კითხვა-პასუხის ელექტრო -მანქანას. ასეთი სახის რესურსებით მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეს დამოუკიდებლად აზროვნების ჩამოყალიბებაში. რაც აუმაღლებს მოტივაციას და  გამოიწვევს დიდ ინტერესს თამაშში წარმატების მოსაპოვებლად.                                                                                                                                                                                                                                
      მათემატიკური დომინოს თამაშისათვის ვამზადებთ 30-მდე ბარათს. თითოეულ ბარათს ხაზით ვყოფთ 2 ნახევრად. მათგან ერთ-ერთზე დაიწერება რაიმე დავალება (კითხვა), მეორეზე- პასუხი, მაგრამ სრულიად სხვა დავალებისა. „საწყის“ ბარათს აქვს მხოლოდ პასუხები, ხოლო მათი მეორე ნახევრები ცარიელია.
       ამრიგად, შედგენილია 30 დავალება (კითხვა) და ამდენივე მათი პასუხი. მაგრამ კითხვა და მისი პასუხი მოცემულია სხვადასხვა ბარათზე. მოთამაშეებმა უნდა შეადგინონ ბარათების ჯაჭვი ისე, რომ კითხვას მოსდევდეს მისი პასუხი.
   თამაშში  შეიძლება მონაწილეობდეს ერთდროულად 5-6 მოსწავლე. თითოეული მოთამაშე ღებულობს 5-6 ბარათს. პირველ სვლას აკეთებს ის ვისაც შეხვდა „საწყისი“ ბარათი. ამის შემდეგ რიგის მიხედვით აგრძელებენ თამაშს. (სურ.1). თუ  მოთამაშეს არ აღმოაჩნდა შემხვედრი ბარათი, მაშინ ის გამოტოვებს თავის სვლას. ხოლო თუ რომელიმე მოთამაშემ შეცდა პასუხში და დადო სხვა ბარათი, ხოლო სხვა მოთამაშეებმა სწორად გააგრძელეს თამაში, მაშინ ბარათი „პასუხი ცარიელ“ ჯაჭვში  უფრო ადრე გამოჩნდება.
    თამაში უფრო შედეგით წარიმართება, როცა ყველა დავალება იქნება ერთი თემიდან. ძლიერი გუნდისათვის შევარჩევთ შედარებით ძნელ დავალებებს, ხოლო სუსტისათვის უფრო მარტივ დავალებებს.
   მათემატიკური ლოტოს მოთამაშეს მოეთხოვება პროგრამული მასალის ცოდნა მათემატიკაში. ლოტო შეიცავს 80 კითხვასა და პასუხს. თამაში ერთდროულად შეუძლია 2-10 მოსწავლეს. თამაშის საინტერესო პროცესი მოსწავლეებს აიძულებს გაიმეორონ და აითვისონ პროგრამული მასალა. ლოტოს თითოეულ ბარათზე 9 შეკითხვის პასუხია. თამაშის წინ ირჩევენ წამყვანს, რომელმაც უნდა გამოავლინოს კარგი და ცუდი მოთამაშეები, ანუ სუსტები და ძლიერები მათემატიკაში. თამაშის წამყვანი სპეციალური ყუთიდან იღებს მართკუთხედის ფორმის მუყაოს ნაჭრებს. თითოეულ მათგანზე მოცემულია შეკითხვა, რომელსაც კითხულობს წამყვანი. შეკითხვის პასუხს ამბობს ის მოსწავლე, რომლის ქაღალდზეც აღნიშნულია პასუხი. ამას ჩაინიშნავს მოთამაშეთა სიაში თამაშის წამყვანი დადებითი ნიშნით. თუ რომელიმე მოთამაშე მცდარ პასუხს იტყვის, წამყვანს მისი გვარის გასწვრივ უარყოფითი ნიშანი შეაქვს. თუ შეკითხვაზე პასუხი საერთოდ არ გაიცა, მაშინ თამაშის წამყვანი ხმამაღლა აცხადებს მის პასუხს, რომელიც იმავე მუყაოს ნაჭრის მეორე გვერდზეა მიწერილი. თამაში გრძელდება ყუთში მუყაოს ნაჭრების გამოლევამდე. ამასთანავე ამოიწერება მოთამაშეთა ქაღალდებზე მოცემული ყველა პასუხის შესაბამისი კითხვებიც. მოთამაშეთა წარმატება დადებითი და უარყოფითი ნიშნების რაოდენობის მიხედვით ფასდება. ლოტოს ქაღალდისა და  მუყაოს ნაჭრის ნიმუშები მოცემულია მე-2 და მე-3  ნახაზზე.           
         კითხვა-პასუხის ელექტრო-მანქანა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და სწორად გაიხსენოს დავიწყებული. როგორც გამოცდილება გვარწმუნებს ხელსაწყო თავისი ორიგინალობით კარგად იზიდავს მოსწავლეთა ყურადღებას. შევარჩიე 60  ფორმულა მათემატიკის სასკოლო პროგრამიდან. მანქანა მოპასუხეს არწმუნებს თავისი აზრის სისწორეში უფრო მეტიც, თუ მოპასუხე შეკითხვაზე არასწორ პასუხს იძლევა, ამ შემთხვევაში მანქანა არა მარტო არწმუნებს თავისი აზრის მცდარობაში, არამედ ერთდროულად  მიუთითებს  სწორ  პასუხზეც.
       მანქანა შედგება შეკითხვებისა და პასუხების უბნებისაგან. გარეთ გამოყვანილ ორ გამტართაგან ერთ ბოლოზე მიმაგრებულია შეკითხვების შტეკერი, ხოლო მეორეზე - პასუხების შტეკერი. ხელსაწყოს თითოეულ კითხვას გააჩნია ელექტრონული კონტაქტი ბუდე, ხოლო თითოეულ პასუხს-მეორე ელექტრული კონტაქტი ბუდე. შეკითხვას ვსვამთ პირველი შტეკერით. რისთვისაც მას ვრთავთ იმ ბუდეში, რომელიც მოცემული შეკითხვის უჯრაშია. მოპასუხე ხელში იღებს პასუხების შტეკერს და რთავს იმ ბუდეში ,რომელიც შეკითხვის შესაბამისი პასუხის უჯრაშია. ასეთი სახით, როდესაც პასუხების შტეკერი შეეხება სწორი პასუხის შესაბამის ბუდეს, სარკმელთან  „სწორია“ აინთება ორი ნათურა. თუ პასუხების შტეკერი არ ჩაირთო სწორი პასუხის ბუდეში, მაშინ აინთება აგრეთვე ორი ნათურა პასუხების უბნიდან. ერთი იმ უჯრაში ,სადაც შეცდომით ჩავრთეთ პასუხების შტეკერი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პასუხში შეცდომაა. ხოლო მეორე იმ უჯრაში, სადაც მოცემულია შეკითხვის სწორი პასუხი.                                
           მანქანის ასეთი მოქმედება დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში. ისინი გულდასმით ამუშავებენ მასზე მოცემული შეკითხვების პასუხებს. იგივე მანქანა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც „კონსულტანტი“, რადგან მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია ივარჯიშოს პასუხების დამუშავებისათვის.
      აქ განხილულ თამაშებს ვიყენებ ერთი რომელიმე თემის დამთავრების შემდეგ გაკვეთილების პროცესში, ასევე კლასგარეშე მუშაობის დროს მათემატიკაში.
         აქ განხილულმა თამაშებმა მოსწავლეების მიერ შეკითხვებზე პასუხების მომზადებისას მექანიკური დაზეპირება რომ არ გამოიწვიოს, წინასწარ ვატარებთ საჭირო მუშაობას. ვაღწევთ იმას, რომ მოთამაშემ პასუხი შეგნებულად უნდა იცოდეს.
       

                         რიცხვითი  მართკუთხედები
საჭირო  დრო:  10  წუთი
ჯგუფი:  მთელი  კლასი
შეესაბამება:  საშუალო  და  ზედა  კლასების  მოსწავლეებს
საჭირო  რესურსები:  100 პატარა  კვადრატის  ფორმის  დაფარვა  იატაკზე,  ისე  რომ  მივიღოთ  დიდი  კვადრატი. მოსწავლეები  100 კვადრატიდან  10-ის  ჯერად  რიცხვებიან  კვადრატებზე. ახლა  დადექით  რიცხვებზე  ,  რომელთა  10-ზე  გაყოფით  ნაშთი  რჩება  1;  ნაშთი  რჩება  2;  რას  ვამჩნევთ  ამასთან  დაკავშირებით?  ახლა  დადექით  9-ის  ჯერადებზე.  რატომ  ვართ  მწკრივში,  როცა  ვდგავართ  10-ის  ჯერადებზე?   შექმენით  მართკუთხედი  რომ  აჩვენოთ  9-ზე  გამრავლების  ცხრილი.  მაგალითად  1-9  ზედა მწკრივის  გასწვრივ,  10-18  მე-2  მწკრივის  გასწვრივ  და  ასე    90-მდე.    მოხდება  როცა  დავდგებით  9-ის  ჯერადებზე?   სწორ  ხაზზე  ვდგავართ?  რა  მოხდება,  როცა  დავდგებით  რიცხვებზე,  რომლებიდანაც  9-ზე  გაყოფის  შემდეგ ნაშთი? ამ  შემთხვევაში  სად  დადგებით?   ახლა  მოდით  გავაკეთოთ  მართკუთხედი,  რომელიც  გამოდგება  7-ზე  გამრავლების  ცხრილისთვის.  გაიმეორეთ  სავარჯიშოები.  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100


რიცხვების  პოლიცია
საჭირო  დრი:  20  წუთი
ჯგუფი:  მთელი  კლასი
შეესაბამება:  ყველა  ასაკს
 სწავლების  არე:  რიცხვები,  მიმატება,  გამოკლება,  გამრავლება  და  გაყოფა.
საჭირო  რესურსი:  100  ბარათი 1-დან  100-მდე  რიცხვებით,  2  ტელეფონი,  დიდი  ზომის  ქაღალდი  და  კალმისტრები.
აღწერა:  ნახევარი  კლასი  იქნება  პოლიცია,  ნახევარი - ინფორმატორები.
პოლიცია  ეძებს  რიცხვს,  რომელიც  ეჭვმიტანილია  დანაშაულში.  მათ  აქვთ  ყველა  რიცხვი  0-დან  100-მდე,  ჩამწკრივებულ    ეჭვმიტანილთა  დაფაზე“  (ან  იატაკზე).  ინფორმატორები  ტელეფონით  ურეკავენ  პოლიციელებს  (ორი  ტელეფონი  და  ტელეფონის  ხმის  ეფექტი  იდეალურია,  მაგრამ  აუცილებელი  არ  არის).  ინფორმატორებმა  უნდა  მიაწოდონ  პოლიციელებს  ცნობები,  რომ  დაეხმარონ  ზოგიერთი  რიცხვის  ამოღებაში  ეჭვმიტანილთა  სიიდან.  მაგალითად    თქვენ  რომ  ეძებთ,  ის  რიცხვი  ლუწია“,  ან    თქვენთვის  საჭირო  რიცხვი,  რომელიც  იძებნება,  3-ით  მეტია,  ვიდრე  მარტივი  რიცხვი“.   პოლიცია  შეამცირებს  საეჭვო  რიცხვების  რაოდენობას  და  გადმოატრიალებს  შესაბამის  ბარათებს.   ამგვარად  ბოლოს  დარჩება  მხოლოდ  დამნაშავე  რიცხვი. 
   დიფერენციაცია/ გავრცობა:   გამოვიყენოთ  უფრო  მცირე  რიცხვები  უმცროსი  ასაკის  ბავშვებისათვის.  დასაწყისში  მათ  შეიძლება  მისცეთ  მხოლოდ    10  რიცხვი. უფრო  რთული  საკითხები  გამოგადგებათ  უფროსი  ასაკის   მოსწავლეებისათვის - მივუთითოთ,  რომ  უფრო  რთული  მათემატიკური  ტერმინებით  ისარგებლონ.  მათ ინფორმატორებს დაუწესეთ  შეზღუდვა    ცნობების  მიწოდებაზე  და  განვუსაზღვროთ   ტერმინოლოგია,  მაგალითად  „მამრავლი  უფრო  დიდი,  ვიდრე“,     ამ  რიცხვის  ჯერადი“.  ვეცადოთ  თამაში  ისე  წარვმართოთ,  რომ  პოლიციამ  გამოკითხოს  ინფორმატორები  და  საჭირო  კითხვები  დაუსვას - მაგრამ  მხოლოდ  გარკვეული  რაოდენობის  შეკითხვების  დასმის  უფლება  ჰქონდეს.
   სწავლის  მაღალ  ხარისხს  უზრუნველყოფს   არა  მარტო  მეთოდების  მრავალფეროვნება,  არამედ  მეტად  მნიშვნელოვანია  სასწავლო  რესურსების  გამოყენება.  ამ  მიზნით  შევქმენი  რამდენიმე  სასწავლო  რესურსი.  განვიხილავ  ერთ-ერთ  მათგანს.
სასწავლო  რესურსის  ვებ-მისამართი:     https://learningapps.org/display?v=pk4h3cbua19 
სასწავლო  რესურსის  ტიპი:  ელექტრონული  კომპიუტერული  სასწავლო -საგანმანათლებლო   თამაში   „ვიქტორინა“     
  თამაში   შექმნილია  და  გამოყენებული  სასწავლო  მიზნებისა  და  აქტივობების  შესაბამისად.  აღჭურვილია  ასაკის  შესაბამისად  გასაგები  და  თანმიმდევრული  ინსტრუქციით.  იგი  გამოვიყენე  მე-5  კლასში  წილადების  შესწავლის  მიზნით.  მოსწავლეებს  შეექმნათ  დადებითი  ემოციური  განწყობა.
 
სასწავლო  რესურსის  შინაარსი  და  ინსტრუქცია:
  თამაში-  ვიქტორინა  შექმნილია  საიტზე   https://learningapps.org/  მისი ვებ-მისამართია: https://learningapps.org/display?v=pk4h3cbua19  

მოცემულია  დავალებები  და  4  სწორი  პასუხი.   მოსწავლეებს  ეძლევათ  ასეთი  მინიშნება:  დააწკაპეთ  სწორი  პასუხი.  მოსწავლეები  მიყვებიან  ინსტრუქციას.  შეკითხვაზე  მცდარი  პასუხის  შესახებ   მათ  გაწითლებული  გრაფა  მიანიშნებს  და  ეძლევათ  საშუალება  კიდევ  სცადონ. ისინი  კიდევ  ერთხელ  უკვირდებიან  მოყვანილ  დავალებას,  სწორი  პასუხის  მიღების  შემდეგ  გადადიან  ახალ  კითხვაზე.  ფინალში  გასვლის  მაუწყებელია  ფრაზა    კარგია,  თქვენ  ყველა  კითხვას  სწორად  უპასუხეთ!“   ამ რესურსის  გამოყენებით  სწავლება  ბუნებრივად  და  ხალისიანდ  მიმდინარეობს,  რაც  აადვილებს  შედეგზე  გასვლას.

 ინტერვენციების  განხორციელების  შემდეგ,  კვლავ  ჩავატარე  გამოკითხვა  და  გავაკეთე  თვეების  მიხედვით მიღებული   განმსაზღვრელი  შეფასებების   ანალიზი.  ანალიზის  საფუძველზე  მეტი  თვალსაჩინოებისათვის  ავაგე  დიაგრამები.
1.       მოგწონთ  თუ  არა  თამაშზე  აგებული  გაკვეთილები?



2.      თამაშის  მეთოდისა  და  სხვადასხვა  რესურსების  გამოყენების  შემდეგ  გაგიჩნდა  თუ  არა  მათემატიკის  სწავლის  სურვილი?


3.      როგორ  ფიქრობთ,  გაუმჯობესდა  თუ  არა  თქვენი  ცოდნის  დონე  სხვადასხვა  ტიპის  გაკვეთილების ჩატარების   შემდეგ?






ვაწარმოე   დაკვირვება  გაკვეთილებზე,     გამოვითვალე  5  თვის  განმავლობაში   V-VII  კლასებში მიღებული   განმსაზღვრელი  შეფასებების  საფუძველზე  საშუალო  ქულა.   საგრძნობლად  გამოიკვეთა  პროგრესი  სწავლის  მხრივაც..  გამოვსახე    მონაცემები    სვეტოვანი  დიაგრამით.
 

 
                                                                                                                       
   ნათლად  ჩანს, რომ  ინტერვენციის  შემდგომი  შედეგები  მეტად  განსხვავდება  კვლევის  დასაწყისში  მიღებული  შედეგებისაგან.  მოსწავლეთა  დამოკიდებულება  და  ხედვა  შეიცვალა  შემდეგი  მიმართულებით:

§  მათემატიკა  არც  თუ  ისე  რთული  ყოფილა!
§  მათემატიკა  უფრო  შემიყვარდა!
§  მათემატიკა  საინტერესო  გახდა!

6.   დასკვნა  და  რეკომენდაციები:
        ერთერთ   მეთოდად  ვიყენებდი  თამაშით  სწავლებას.  ამ   მეთოდის  გამოყენება  ხელს  უწყობს  მოსწავლეების  ჩართულობის  ამაღლებას  საგაკვეთილო  პროცესში.  თამაში  გასართობ  საქმიანობად  გამოიყურება,  მაგრამ  სინამდვილეში  იგი  მოითხოვს  მაქსიმალური  ენერგიას,  გონებას,  მოთმინებასა და დამოუკიდებლობას.  თამაშში  ბავშვის  შესაძლებლობები  ზოგჯერ  მოულოდნელად  გამოვლინდება.  ამიტომ  გადავწყვიტე  ზემოთაღნიშნული  პრობლემების  ერთ-ერთ  გზად  სწორედ  თამაშის  ფორმა      ვინაიდან  ამ  პროცესში  მოსწავლეები  აქტიურად  ერთვებიან,  რაც  შესაბამისად  უზრუნველყოფს  სწავლების  მაღალ  ხარისხს,  მოტივაციის  ამაღლებას,  ცოდნისა  და  სხვადასხვა  უნარ-ჩვევების  განვითარებას.  თამაში  საშუალებას  იძლევა,  საგაკვეთილო  პროცესი  გახადოს  საინტერესო  და  მომხიბლავი.  თამაში  ბავშვებისათვის  გასართობი  საქმიანობაა.  თამაშში  ყველა  თანაბარია,  უფრო  მეტიც ,  თამაშის  დროს  სუსტი  მოსწავლე  შეიძლება  გახდეს  პირველი. 
   მოსწავლეთა  შემოქმედებით  განვითარებაში  თამაშით  სწავლების  გამოყენების  გათვალისწინებით,  შეიძლება  გავაკეთოთ  დასკვნები:
§  შემოქმედებითი  უნარის  განვითარების  საუკეთესო  საშუალებაა თამაშის  ფორმით  მიცემული  შემოქმედებითი  დავალება;
§  გაკვეთილების  თამაშით  ჩატარება  ხდება  თამაშის  ტექნიკის  დახმარებით.  ის  აძლევს  მოსწავლეებს  სტიმულს  და  წაახალისებს  სასწავლო  პროცესს;
§  გაკვეთილების  თამაშით  აუმჯობესებს  ლოგიკას,  აზროვნებას,  ავითარებს  ურთიერთობის  უნარ-ჩვევებს;
ეს  მეთოდი  ასევე  ხელს  უწყობს  მოსწავლეებმა  დაინახონ  მათემატიკის  მჭიდრო  კავშირი პრაქტიკასთან.
მათ უვითარებს უნარს  მოახდინონ მათემატიკაში მიღებული ცოდნის რეალიზება და პრაქტიკაში გამოყენება.
მოსწავლეებს ეხმარება იმაში, თუ როგორ გადაჭრან მრავალი ცხოვრებისეული ამოცანა მათემატიკის დახმარებით.
    სასწავლო  პროცესის ეფექტურობისათვის არა  მარტო  სწავლების  მეთოდია  მნიშვნელოვანი,  არამედ  ასევე  მნიშვნელოვანია  სასწავლო  რესურსების  გამოყენება.
პირველ  რიგში,  მასწავლებელმა  ხელი  უნდა  შეუწყოს  მოსწავლეთა  ასოციაციური  აზროვნების  განვითარებას,  ამისათვის  გამოიყენოს  სხვადასხვა  ტიპის  გონებრივი  რუკა,  კოგნიტური  სქემები.ამ  საქმეში  ჩართოს   დღეს  ძალიან  იოლად  ხელმისაწვდომი  ელექტრონული  რესურსები,  კომპიუტერული  პროგრამები  თუ ონლაინინსტრუმენტები.
       მათემატიკა გადააქციოს თითოეული მოსწავლის ცხოვრების სასიამოვნო და აუცილებელ ნაწილად. ამრიგად, პედაგოგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ,რომ სწავლისა და სწავლების პროცესში მოსწავლე მაქსიმალურად აქტიური იყოს ,ხოლო მაქსიმალურ შედეგს სწავლების სხვადასხვა მიდგომის სიტუაციებისა და საჭიროებების მიხედვით გამოყენება იძლევა.

 სასწავლო  რესურსების  დადებითი  გავლენა  მოსწავლეების  სწავლის  პროცესზე  და  მიღწეული  შედეგები:
  გაიზარდა  მოსწავლეთა  მოტივაცია,  ჩართულობა.  საკითხის  სწავლება  არ  იყო  ერთფეროვანი  და  მოსაწყენი.  მოსწავლეებს  გაუადვილდათ  მასალის  გააზრება,  განუვითარდათ  მეტაკოგნიტური  უნარები.  აადვილებს  შედეგზე  გასვლას. იგი  ეხმარება  სხვადასხვა  მზაობის  მოსწავლეებს  საკითხების  გააზრებაში. 
       
















    7.ბიბლიოგრაფია:

1.    ეროვნული  სასწავლო  გეგმა  2011-2016  სასწავლო  წელი
2.     მასწავლებლის  პროფესიული  განვითარებისა  და  კარიერული  წინსვლის  სქემა.  ნაწილი  2.
3.     როგორ  წარვმართოთ  პედაგოგიური  კვლევა  mastswavlebeli.ge/?p=281
4.     როგორ  წარვმართოთ  პედაგოგიური  კვლევა. - ნაწილი  I-YouTube   https://www.youtube.com/watch/v=fwikwqiKkaE

5.     დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური შეხედულებები | mastsavlebeli.ge

mastsavlebeli.ge/?p=1858
6.     დიმიტრი უზნაძე მრავალმხრივი მიმართულების მეცნიერი გახლდათ ...

ka.wikipedia.org/wiki/განწყობის...
განწყობის თეორია — დიმიტრი უზნაძის მიერ ქცევის ...

8.      საოცარი და სახალისო მათემატიკა, ალ. ქათამაძე;
9.     ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში, 1965 წ.




ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო  რესურსის ვებ-მისამართი: https://learningapps.org/display?v=pk4h3cbua19
  თამაში-  ვიქტორინა  შექმნილია საიტზე   https://learningapps.org/  მისი ვებ-მისამართია: https://learningapps.org/display?v=pk4h3cbua19








6.   დანართი: 1








დანართი 2:


















დანართი  3:















7.   კვლევის  რეფლექსია

 მოსწავლეთა  ჩართულობის  ხარისხის  გაზრდის  მიზნით  დავგეგმე  და  ჩავატარე  რამდენიმე  სახალისო  და  საინტერესო  გაკვეთილები  V-VII  კლასებში.  ამავე  დროს  მაინტერესებდა    თუ  მექნებოდა  უკეთესი  შედეგი ,  როგორც  სწავლაში,  ასევე  მოსწავლეთა  ჩართულობის  მხრივაც.  ვაწარმოებდი  დღიურს,  ვაკეთებდი  ჩანაწერებს  და  დაკვირვებას,  რომელიც  ბოლოს  გავაანალიზე  და  მონაცემები  გამოვსახე  დიაგრამებით,  რათა  შედეგი  უფრო  თვალსაჩინო  ყოფილიყო. 
  მრავალფეროვანი  მეთოდები  და რესურსები  გამოვიყენე  შემდეგი მიზეზების გამო:  რთული და მოსაწყენია ყოველთვის ტრადიციული გზით  მასალის ახსნა და განმტკიცება. ამიტომ მსურდა უფრო საინტერესო, სახალისო, ეფექტიანი,  ვიზუალური და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა მოსწავლეებამდე ეს საკითხი.  მსურდა ამ რესურსით  სწავლების პროცესის გამრავალფეროვნება, რაც მოსწავლეებს  სასწავლო მასალის აღქმასა და ფოკუსირებაში  დაეხმარებოდა.  ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას მაძლევდა  სასწავლო ელექტრონული და ხელნაკეთი  რესურსებით წარმატებით მიმეღწია კონკრეტული სასწავლო მიზნისათვის.
  მართლაც, კვლევამ  აჩვენა,  რომ  საინტერესოდ და  სახალისოდ   მიწოდებული  გაკვეთილები,  კარგ  შედეგს  იძლევა.  მოსწავლეები  აქტიურად  არიან  ჩართული  საგაკვეთილო  პროცესში,  რაც  საბოლოოდ  მათ  ცოდნაზე  აისახება.
        კვლევის  დასრულების   შემდეგ  მიღებული  შედეგები  გავუზიარე  კოლეგებს  პრეზენტაციის  სახით,  რაც  ძალიან  საინტერესო  აღმოჩნდა  მათთვის. გაიმართა  დიალოგი,  გამოთქვეს  თავისი  აზრები.  კოლეგებისაგან  მივიღე  დადებითი  უკუკავშირი,  მათ  აღნიშნეს,  რომ  ისინი  გაითვალისწინებენ  კვლევაში  მითითებულ  რეკომენდაციებს,  ეცდებიან  ხშირად  ჩაატარონ  თამაშზე  აგებული  გაკვეთილები  და  გამოიყენონ  რაც  შეიძლება  მეტი  სასწავლო  რესურსი,   საინტერესოდ  და  სახალისოდ  წარმართონ   თავიანთი  სასწავლო  პროცესი,  ასევე  გაუჩნდათ  სურვილი  ჩაატარონ  მსგავსი  კვლევები  პრობლემატურ  საკითხებზე. 













Комментариев нет:

Отправить комментарий